ვინ უხელმძღვანელებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააგენტოს თავმჯდომარის პოსტი  ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სოსო გიორგაძე იუსტიციის სახლის აღმასრულებელ დირექტორად გადაიყვანეს.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

უწყებას პროფესიით იურისტი ზურაბ სანიკიძე უხელმძღვანელებს.

ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო
ID-ბარათი უფასოა – ვინ შეძლებს აქციით სარგებლობას

სააგენტოს ინფორმაციით, სანიკიძე 2015 წლის იანვრიდან 2019 წლის 12 აგვისტომდე იყო იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი; 2010-2014 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში მრჩევლად, ხოლო შემდეგ – დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;  2012 წელს მუშაობდა ჰააგაში, საერთაშორისო სისხლის სასამართლოს სააპელაციო ინსტანციაში.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სოსო გიორგაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც დაახლოებით ორი თვის წინ იუსტიციის სახლის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას კი აქამდე უწყების ხელმძღვანელის მოადგილე მიხეილ კაპანაძე ასრულებდა.

ყველა ახალი ამბავი
0