ავღანეთში ქართველი სამხედროების როტაცია განხორციელდა

© photo : Ministry of Defence of Georgia / FB ქართველი სამხედოები ავღანეთში ჩავიდნენ
ქართველი სამხედოები ავღანეთში ჩავიდნენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
როტაციის ფარგლებში ავღანეთში ჩასული ქართველი სამხედროები გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში იმსახურებენ

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა უკვე ჩავიდა ავღანეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფთან არსებულ სამხედრო ბაზა „მარმალზე“ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობის მისაღებად, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველომ ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში როტაცია განახორციელა >>

რამდენიმე დღეში ეს სამხედროები I ქვეითი ბრიგადის ასეულისგან უფლებამოსილებას ოფიციალურად გადაიბარებენ.

ნაკრები ასეული კაპიტან ლევან ენდელაძის მეთაურობით, 7 თვის განმავლობაში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში იმსახურებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება იქნება.

ავღანეთში გამგზავრებამდე ქართველმა სამხედროებმა სამთვიანი სწავლება საქართველოში, ხოლო ხუთთვიანი საბრძოლო მომზადება გერმანიაში გაიარეს.

„მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაცია შედის.

ამჟამად ნატოს მისიაში 872 ქართველი სამხედრო მონაწილეობს. ისინი დისლოცირებული არიან ბაგრამის, ქაბულისა და მაზარ-ი-შარიფის ბაზებზე.

ყველა ახალი ამბავი
0