16:17 21 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2956
  • 100 RUB4.6553
  • USD2.9776
სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: მიუღებელია, რომ ქვეყანაში ასე იღუპებოდნენ ადამიანები

photo : Sputnik / Aram Nersesyan
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
131 0 0

სამშენებლო კომპანიის დირექტორის დაკავებას უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, რამაც არასრულწლოვანის დაღუპვა გამოიწვია, საქართველოს  პრეზიდენტი გამოეხმაურა

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. როგორც იქნა, ამ ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია, დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის Facebook–გვერდზე.

„სწორედ კანონმდებლობის დარღვევამ შეიწირა 16 წლის მოზარდის სიცოცხლე“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი  თბილისში, მშენებლობაზე 16 წლის ახალგაზრდის დაღუპვასთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელის დაკავების ფაქტს.  

მშენებლობაზე 16 წლის ახალგაზრდის დაღუპვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორი დააკავა.

მშენებლობაზე 16 წლის მოზარდის დაღუპვა: კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის" დირექტორი დააკავეს>>

„შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მიღება და დაცვა ჩვენი განვითარების და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების განუყოფებელი ნაწილია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა თავის პოსტში.

პრეზიდენტის მონაცემებით, წელს სამუშაო ადგილზე 21 ადამიანი დაიღუპა, უბედური შემთხვევების უმრავლესობა სამშენებლო სექტორზე მოდის.

„მიუღებელია ეს სტატისტიკა და ის, რომ ქვეყანაში ასე იღუპებოდნენ ადამიანები!“ –აღნიშნა პრეზიდენტმა.

16 ივლისს თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, სამშენებლო ობიექტზე ახალგაზრდა დაიღუპა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის არასრულწლოვანი იყო.

სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის“ დირექტორი, 1969 წელს დაბადებული შ.ბ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტი“ თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს.

„აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე წლის 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მთავარი თემები