სალომე ზურაბიშვილი: რეგიონში დაძაბულობის გაღვივება ჩვენი მხრიდან დაუშვებელია

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წამყვანის გამოსვლა საქართველოს ინტერესებს აზიანებს, მიიჩნევს პრეზიდენტი

თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო ტელეარხ „რუსთავი2“-ის საკვირაო ეთერი, რომლის დროს წამყვანი გიორგი გაბუნია წუთნახევრის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფას აყენებდა.

„პატრიოტიზმი სხვა რამ არის. ქვეყნის ინტერესების დაცვა აგრესიით, დესტაბილიზაციით და არეულობით არ ხდება... პრეზიდენტი გმობს ერთ-ერთი ტელეკომპანიის წამყვანის მიერ მეზობელი ქვეყნის მეთაურის პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოხსენიებას... საქართველოსთვის რაც უკადრებელია, ის იკადრა! სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება ამას ჰქვია!“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის სიმბოლიკიანი ალამი - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ პუტინის მიმართ შეურაცხყოფებს Rustavi2-ის ეთერში პროვოკაცია უწოდა

მისი თქმით, ქვეყნის ორ ბანაკად დაყოფა, გარე დაპირისპირების წაქეზება და რეგიონში დაძაბულობის გაღვივება ქართული მხრიდან დაუშვებელია.

„ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე? ყოველ შემთხვევაში ეს არის ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ!“, - აღნიშნავს ზურაბიშვილი.

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელეარხის სკანდალური გამოშვება ეთერში გავიდა რუსეთთან ურთიერთობების ყველაზე სერიოზული გართულების ფონზე ბოლო ათი წლის განმავლობაში. თბილისში თითქმის სამი კვირის განმავლობაში გრძელდება საპროტესტო აქციები, რომელიც ანტირუსული ლოზუნგებით და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობს. თბილისში მიმდინარე ანტირუსულ რიტორიკაზე საპასუხოდ, მოსკოვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა - ეს გადაწყვეტილება ძალაში ორშაბათს, 8 ივლისს შევა. ამავე დროს რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვა შეწყვიტეს.

ყველა ახალი ამბავი
0