07:34 23 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2487
  • 100 RUB4.4689
  • USD2.9336
ნინო ქათამაძე

ნინო ქათამაძე: ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში

© Sputnik / Denis Aslanov
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (361)
15810

მომღერალი აქციის მონაწილეების მოთხოვნებს იზიარებს და მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უნდა გადადგეს

თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. მომღერალი ნინო ქათამაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ რუსეთში კონცერტი გამართა, ბოდიშს იხდის და პარლამენტთან მიმდინარე აქციას სოლიდარობას უცხადებს.

დედაქალაქის ცენტრში საპროტესტო აქცია რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს.

აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

პროტესტის მეათე დღე დასრულდა: მოთხოვნა არ იცვლება>>

მომღერალმა  ნინო ქათამაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეეყნებულ წერილში ბოდიში მოუხადა აქციის მონაწილეებს, რომ 20 ივნისის ღამეს მათ გვერდით არ იდგა.

„ჩემო ძვირფასო მსმენელო და უმაგრესო ადამიანებო, ვინც 10 დღეა, აპროტესტებთ ძალადობას და უსამართლობას, პირველ რიგში, მოგმართავთ თქვენ. ჩემი გული, ჩემი სიტყვა, ჩემი ხმა და პროტესტი თქვენთან არის! ჩემი სიჩუმე არ ნიშნავს იმას, რომ რამე მქონდა საფიქრალი და გადასაწყვეტი, პირველივე წამიდან ვგრძნობ იმას, რასაც თითოეული თქვენგანი გავრილოვის სპიკერის სავარძელში ხილვისას!“, - წერს ქათამაძე.

მომღერალი აცხადებს, რომ არასდროს ერიდება ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ წასვლას, და ყოველთვის, ყველგან და მათ შორის, რუსეთშიც აცხადებს ამის შესახებ.

მომღერალი აქციის მონაწილეების მოთხოვნებს იზიარებს და მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უნდა გადადგეს.

„დიახ, რა თქმა უნდა, გახარია უნდა გადადგეს და ეს მოთხოვნა სრულიად ჯანსაღი და ლეგიტიმურია. ზუსტად მესმის საზოგადოების ჯანსაღი კრიტიკა ჩემ მიმართ და ვიზიარებ თითოეულ შენიშვნას, ამ პოსტის შემდეგაც მზად ვარ, მოვისმინო და წავიკითხო ყველას აზრი, თუნდა ყველაზე მძიმე ფორმით გადმოცემული“, - წერს ქათამაძე.

მომღერლის განცხადებით, კონცერტზე უარი 9 წლის უსინათლო გოგოს გამო ვერ თქვა და ეს მისი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში.

ნინო ქათამაძემ რუსეთში ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერა, რომელიც  იმ დროს გაიმართა, როდესაც თბილისში საპროტესტო აქცია იმართებოდა.

ამ ეტაპზე აქციის მონაწილეებს მხოლოდ ერთი მოთხოვნა დარჩათ – გახარიას გადადგომა. მანამდე თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ; გარდა ამისა, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და თან, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. 

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (361)

მთავარი თემები