საქართველოს ეკონომიკის მინისტრი Air Astana–ს პრეზიდენტს შეხვდა

© photo: MINISTRY OF ECONOMY AND SUSTAINABLE DEVELOPMENT OF GEORGIAნათია თურნავა პიტერ ფოსტერთან შეხვედრაზე
ნათია თურნავა პიტერ ფოსტერთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყაზახური ეროვნული ავიაკომპანია Air Astana საქართველოში 2011 წლიდან ოპერირებს

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ყაზახური ავიაკომპანია Air Astana–ს პრეზიდენტ პიტერ ფოსტერს შეხვდა, იუწყება სამინისტროს პრეს–სამსახური.

მხარეებმა განიხილეს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე არსებული ვითარება და ყაზახური ავიაკომპანიის გეგმები საქართველოში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ Air Astana ქართულ ბაზარზე წარმატებით მუშაობს და დიდი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ყაზახეთიდან ტურისტული ნაკადის გაზრდაში.

ბათუმის ბულვარი - Sputnik საქართველო
ნურ-სულთანიდან ბათუმში პირდაპირი ავიარეისი დაინიშნა

შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და „საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე.

Air Astana ზაფხულის სეზონში ყოველდღიურ რეისებს ახორციელებს ალმათიდან საქართველოში, ხოლო ნურ–სულთანიდან – კვირაში ხუთჯერ.

2019 წლის პირველ ოთხ თვეში ყაზახეთის მოქალაქეებმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს 23,7 ათასჯერ, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 63%–ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0