ზურაბიშვილმა ტურიზმის განვითარების გეგმების შესახებ ისაუბრა

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის განვითარების შემდეგი ეტაპი სამედიცინო ტურიზმის გაფართოება იქნება.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბორჯომის მოსახლეობას შეხვდა და მათ რეგიონის განვითარების პოტენციალზე ესაუბრა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის რეგიონს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რამდენჯერმე ეწვია. შაბათს ის აბასთუმანში იმყოფებოდა, სადაც, მისი თქმით, სამუშაოები მთელი დატვირთვით მიმდინარეობს, რაც რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია.

კრისტინ ლაგარდი: საქართველო ტრანსფორმაციის ისტორიას წერს>>

„აბასთუმნიდან ძალიან კარგი შთაბეჭდილებით წამოვედი. მიმდინარეობს სრული აღმშენებლობა ამ პატარა და მნიშვნელოვანი ქალაქის, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია, პოტენციალი, რომელიც ვრცელდება მთელ რეგიონზე. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ეტაპი სამედიცინო და სარეაბილიტაციო ტურიზმის განვითარებაა, რომელიც ერთ დიდ სტრატეგიაში იქნება მოქცეული", – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

შეხვედრაზე პრეზიდენტი ასევე შეეხო უმუშევრობის საკითხს და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ბორჯომის პარკი - Sputnik საქართველო
საქართველოში სამედიცინო ტურიზმის საბჭო შეიქმნა

„დღეს უმუშევრობის ძალიან მაღალი დონეა ქვეყანაში, მეორე მხრივ, ძალიან ბევრგან ვერ ვპოულობთ საჭირო სპეციალისტებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება და კადრები უცხოეთიდან შემოდიან, ეს უნდა დავაბალანსოთ. ნაწილობრივ ეს ხელისუფლების გასაკეთებელია, რათა უფრო კარგად დაგეგმოს და მოსახლეობას წინასწარ უთხრას ეკონომიკის პრიორიტეტები, სად რა მუშახელი დასჭირდება, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა", – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ოპტიმისტურადაა განწყობილი, რადგანაც ხედავს, რომ ქვეყანას უზარმაზარი შესაძლებლობები და პოტენციალი აქვს.

„ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და გვაქვს შანსი ვიყოთ მოქნილი. ესეც საზოგადოების მზაობაზეა დამოკიდებული, რათა განვავითაროთ ყველაზე მთავარი – პირადი ინიციატივა, რომლის გარეშეც არაფერი ხდება", – განაცხადა პრეზიდენტმა და მოსახლეობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

სამედიცინო ტურიზმი საქართველოში – სტომატოლოგიიდან პლასტიკურ ქირურგიამდე>>

სიტყვით გამოსვლის შემდეგ მოსახლეობასთან შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

ყველა ახალი ამბავი
0