08:19 20 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2902
  • 100 RUB4.6406
  • USD2.9738
ძროხა

არანაირი „თურქული" – საქართველოში პირუტყვი დაავადებული არ არის

© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (38)
114 0 0

საქართველოში აპირებენ იმ ზონების მონიშვნას, სადაც არ არის გავრცელებული დაავადება „თურქული". ეს ექსპორტსა და მეცხოველეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა მწვავე ვირუსული დაავადების – „თურქულის" წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, განაცხადა პრესკონფერენციაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ ვასილი ბასილაძემ.

საქართველოში 2002 წლიდან „თურქულით" დაავადების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„აღნიშნული დაავადება საქართველოს ტერიტორიაზე არ ფიქსირდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება ცხოველების პროფილაქტიკური ვაქცინაცია", – განაცხადა ბასილაძემ.

ამ დროისთვის მიმდინარეობს კონსულტაციები, რათა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი, ასევე დაბა მესტია გამოცხადდეს „თურქულისგან" თავისუფალ ზონებად. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და მეცხოველეობის განვითარებას, აღნიშნა ბასილაძემ.

ბასილაძე სამცხე-ჯავახეთში ესწრებოდა ყოველწლიურ საველე სიმულაციურ წვრთნებს, რომელიც სიმულაციური სავარჯიშო კონტროლის ევროპული კომისიის (EuFMD) მხარდაჭერით საქართველოსა (სამცხე-ჯავახეთი) და თურქეთის (არტაანი) ტერიტორიებზე ერთობლივად ტარდება. წვრთნებში მონაწილეობენ საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და ირანის ვეტერინარიული სამსახურების წარმომადგენლები. სიმულაციურ ვარჯიშებზე სპეციალისტები სწავლობენ, როგორ უნდა მოიქცნენ, თუ ამა თუ იმ სახელმწიფოში „თურქულის" ვირუსის თუნდაც ერთი შემთხვევა დაფიქსირდება.

საქართველოში ამ ვირუსზე აცრა წელიწადში ორჯერ ტარდება. ამასთან, ტარდება ცხოველების სისხლის სინჯების კვლევა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წელს 654,6 ათასი ცხოველი აცრეს. აქედან 333,5 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია, ხოლო 320,8 ათასი – წვრილფეხა რქოსანი.

საქართველომ სოფლის მეურნეობაში მიმართულებები განსაზღვრა>>

„თურქული" მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც დიდ ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობას. „თურქულით" ავადდებიან წყვილჩლიქოსანი ცხოველები. დაავადება ვლინდება 2–7 დღის შემდეგ. ზოგჯერ 10–12 დღის შემდეგაც. დაავადების დროს პირუტყვს პირის ღრუში უჩნდება აპკები, უქვეითდება მადა, ცოხნა, ქვეითდება წველადობა, ზიანდება ჩლიქები, იწყება კოჭლობა და ცურის დაზიანება.

ადამიანი „თურქულით" იშვიათად ავადდება, ეს დაავადება ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (38)

მთავარი თემები