სენსაცია გრძელდება: რა მოჰყვა პეტერბურგში ქართველ მეფეთა სამარხების პოვნას

© photo: Sputnik / Sergey Kompaniychenko / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრე ნეველის ლავრა
ალექსანდრე ნეველის ლავრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანქტ-პეტერბურგში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ბატონი პეტრე ხონელიძე გიამბობთ, რა გაგრძელება მოჰყვა ფიოდორ ნოვგოროდელის ეკლესიაში ქართული სამეფო ოჯახის წევრთა და დიდებულთა ნეკროპოლის აღმოჩენას.

მიმდინარე წლის 29 მაისს რუსული მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პეტერბურგში მდებარე კეთილმორწმუნე ფიოდორ ნოვგოროდელის სახელობის ეკლესიის რესტავრაციისას ქართული სამეფო ოჯახის წარმომადგენელთა 26 სამარხი აღმოაჩინეს.

საუბარი იყო 31 სამარხზე, რომელთა შორის ასევე გახლდათ 1861 წლის გლეხური რეფორმის ერთ-ერთი ავტორის, გრაფ იაკობ როსტოვცევის სარკოფაგიც.

ინფორმაცია მაშინვე, დაუყოვნებლივ გამოქვეყნდა Sputnik-საქართველოს ვებგვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0