ემუქრება თუ არა სოფლის მეურნეობას პეპელა ნარშავას ფრთაკუთხა

CC0 / Pixabay / პეპელა ნარშავას ფრთაკუთხა
პეპელა ნარშავას ფრთაკუთხა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნარშავას ფრთაკუთხა გადამფრენი მწერია. ის თითქმის ყველა კონტინენტზე გვხვდება.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. პეპელა ნარშავას ფრთაკუთხა, რომელიც წელს ძალზე მომრავლდა საქართველოში, არ არის მავნებელი მწერი და მოსავალს ზიანს არ აყენებს, ნათქვამია საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

CC0 / Pixabay / პეპელა ნარშავას ფრთაკუთხა
ემუქრება თუ არა სოფლის მეურნეობას პეპელა ნარშავას ფრთაკუთხა - Sputnik საქართველო
პეპელა ნარშავას ფრთაკუთხა

საქართველოს მოსახლეობა და, განსაკუთრებით, ფერმერები შეშფოთებული არიან პეპლის ამ სახეობის გავრცელებით და შიშობენ, რომ ის სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ავნებს.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ნარშავას ფრთაკუთხა გადამფრენი მწერია, რომელიც თითქმის ყველა კონტინენტზე გვხვდება. ის სასარგებლო მწერად მიიჩნევა, რადგან დიდი რაოდენობით ანადგურებს სარეველას.

CC0 / Pixabay / პეპელა ნარშავას ფრთაკუთხა
ემუქრება თუ არა სოფლის მეურნეობას პეპელა ნარშავას ფრთაკუთხა - Sputnik საქართველო
პეპელა ნარშავას ფრთაკუთხა

ამ პეპლების ბუნებრივი მტერია ობობა, ხოჭო, ჭიანჭველა, მღრღნელები და სხვ. ნარშავას ფრთაკუთხა ვერ იტანს დაბალ ტემპერატურას და ადვილად იღუპება. ის სულ ორ თვეს ცოცხლობს.

ეს დღის პეპელა თითქმის ყველგან გვხვდება: მდელოზე, ველზე, უდაბნოში, ბაღში. განსაკურებით უყვარს დიდი, გაშლილი, მზიანი სივრცეები.

ყველა ახალი ამბავი
0