04:15 24 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2005
  • 100 RUB4.6592
  • USD2.8867
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა (20)
73 0 0

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მთავრობის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გამოცდილების გაცნობის მიზნით, საქართველოს ახალი ზელანდიელი და ავსტრალიელი სპეციალისტები ესტრუმნენ, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა და ის, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მთავრობის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.

დღეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრა გაიმართა, სადაც უცხოელ კოლეგებს მავნებლის საწინააღმდეგოდ გატარებული ღონისძიებები გააცნეს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა. აღნიშნული ვიზიტი მარტში, საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე დაიგეგმა, რომელსაც მსოფლიოს 26 ქვეყნის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხანიშვილის განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები მზად არიან, ავსტრალიელ და ახალ ზელანდიელ კოლეგებს მავნებელთან ბრძოლის გამოცდილება გაუზიარონ.

სტუმრების განცხადებით კი, იმ დროს, როცა მათი ქვეყნები მავნებლის შემოჭრის საფრთხის წინაშე დგანან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატებული მაგალითის გაზიარება, პრობლემისადმი კოორდინირებული მიდგომა და ის მეთოდები, რომლებიც მავნებელთან ბრძოლისას გამოიყენება.

„ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, რადგან მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ აკეთებს იმას, რასაც საქართველო. ვიცით, რომ აზიური ფაროსანას მონიტორინგი და კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და ეს არის ერთადერთი გზა ზარალის შემცირებისათვის", – განაცხადა ახალი ზელანდიის ბიოუსაფრთხოების რეაგირების სამსახურის წარმომადგენელმა ქეთრინ დათმა.

უწყების ცნობით, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის დელეგაციების წევრები დასავლეთ საქართველოში გაემგზავრებიან და გაეცნობიან მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრის მუშაობას, მონიტორინგის სისტემებს და მიმდინარე ღონისძიებებს.

2018 წელს მავნებლებთან ბრძოლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 49 მლნ ლარი გამოიყო. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს 3,5 მლნ დოლარი გამოუყო.

 

თემები:
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა (20)

მთავარი თემები