21:45 18 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
ლგბტ თემის აქცია საქართველოს მთავრობის შენობის წინ

ჰომოფობიის დღე: გაერო ლგბტ თემის მხარდასაჭერ განცხადებას ავრცელებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
190 0 0

გაერო ხაზს უსვამს, რომ სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის ნიშნით დისკრიმინაცია საქართველოში კანონმდებლობითაა აკრძალული.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს საქართველოში ლგბტ პირების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრის შესახებ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადების ტექსტი საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი კოორდინატორის, ევროკავშირის, ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, სლოვენიის, შვედეთის და დიდი ბრიტანეთის ელჩების, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მისიისა და  ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა მიერაა შემუშავებული.

„ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოვხატავთ მხარდაჭერას და ვუცხადებთ სოლიდარობას საქართველოში არსებულ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტ+) საზოგადოებას“, — ნათქვამია განცხადებაში. 

გაერო ხაზს უსვამს, რომ სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის ნიშნით დისკრიმინაცია საქართველოში კანონმდებლობითაა აკრძალული.   

დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით დაარსდა 2013 წელს, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი ქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ ლგბტ საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის დაცვის გარეშე არ გამართულა, ოჯახის სიწმინდის დღე კი რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.

მთავარი თემები