Tbilisi Art Fair – თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა „ექსპო ჯორჯიაში“

გამოწერა
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეები, ასევე იქნება სივრცე დამოუკიდებელი ხელოვანებისთვის.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair (TAF) დღეს გაიხსნება და 19 მაისამდე გასტანს, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში. 

ღონისძიება წელს მეორედ იმართება და მას საერთაშორისო საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია" (Expo Georgia) უმასპინძლებს.

„ექსპო ჯორჯიას“ პავილიონები კიდევ ერთხელ მოუყრის თავს გალერეებს, არტისტებს, კურატორებსა და სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

„სახელოვნებო ღონისძიებაში 30-მდე გალერეა და 35-მდე დამოუკიდებელი ხელოვანი მონაწილეობს. ქართველ ხელოვანებთან ერთად წარმოდგენილი არიან უცხოელი ხელოვანებიც“, — აღნიშნულია ღონისძიების ვებ-გვერდზე.

ორგანიზატორების ცნობით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეები, ასევე იქნება სივრცე დამოუკიდებელი ხელოვანებისთვის.

გამოფენა აღმოსავლეთი ევროპის, შუა აზიისა და კავკასიის რეგიონის სახელოვნებო სცენებს შორის თანამშრომლობის წახალისებას ემსახურება.

 

ყველა ახალი ამბავი
0