04:17 27 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
ოჯახის სიწმინდის დღე

ოჯახის სიწმინდის დღე: პარაკლისი, მსვლელობა და კონცერტი რესპუბლიკის მოედანზე

© photo: Sputnik / Shota Nozadze
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
14410

ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წელს დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, რომელიც საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 17 მაისსაა დადგენილი, სამღვდელო პირები ღვთისმშობლის მიმართ პარაკლისს აღავლენენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ამ წუთებში პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ეკლესიის მსახურთა ორგანიზებით, უკვე შეკრებილია სამღვდელოება და მრევლი.

შეკრებილებმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებითაც გააკეთეს კომენტარი. მათი თქმით, ლგბტ თემის მიმართ ძალადობა დაუშვებელია, თუმცა მოუწოდებენ მათ, ნუ ეცდებიან საკუთარი შეხედულებების საჯარო დემონსტრირებას.

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული სახალხო მსვლელობა 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის. ამის შემდეგ გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები".

ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წელს დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი ქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ ლგბტ საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის დაცვის გარეშე არ გამართულა, ოჯახის სიწმინდის დღე კი რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.

 

მთავარი თემები