ცხელი ზაფხული და ვნებიანი ქეთა თოფურია – A'Studio ბათუმში კონცერტს გამართავს

© photo: Sputnik / Vladimir AstapkovichКети Топурия на концерте
Кети Топурия на концерте - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯგუფი ბათუმში ყველასთვის ცნობილ ჰიტებს შეასრულებს.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. რუსეთში მოღვაწე პოპულარული ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია და ჯგუფი A'Studio 27 ივლისს ბათუმში კონცერტს გამართავენ.

კონცერტი კლუბ UP2U–ში ჩატარდება. საღამოს ორგანიზატორია ივენთ–კომპანია Click.

„ბათუმში ქეთა თოფურია და ჯგუფი A-Studio ყველასთვის ცნობილ ძველ და ახალ ჰიტებს შეასრულებენ! ეს იქნება საღამო, რომლის გამოტოვებაც შეუძლებელია“, – ნათქვამია კონცერტის ანონსში.

კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ონლაინ.

რით არის ცნობილი ქეთა თოფურია?

მიუხედავად იმისა, რომ ქეთა თოფურია უკვე მრავალი წელია ცხოვრობს და მოღვაწეობს მოსკოვში, საქართველოში იგი ახსოვთ, უყვართ და მის სიმღერებს უსმენენ. თავად ქეთაც ხშირად სტუმრობს საქართველოს.

ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
სამოთხე საყვარელი მამაკაცის გარეშე: როგორ ისვენებს ქეთა თოფურია ბალიზე

ქეთა თოფურია 1986 წლის 6 სექტემბერს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.

კარიერის დასაწყისში თოფურია ქართველ პროდიუსერ ნატო დუმბაძესთან თანამშრომლობდა. თავის დროზე სწორედ მან შესთავაზა დამწყებ მომღერალს საკუთარი თავი ყაზახურ ჯგუფ „ა-სტუდიოს“ რიგებში გამოეცადა, რამდენადაც იმ დროს ჯგუფი დატოვა მისმა სოლისტმა პოლინა გრიფიტსმა. ქეთა რუსეთში მალე წავიდა და მოღვაწეობა პოპულარულ ჯგუფთან ერთად გააგრძელა.

მომღერალმა საკუთარი თავი წარმოაჩინა არა მარტო როგორც მომღერალმა, არამედ როგორც დიზაინერმა. მან საკუთარი ბრენდი KETIone შექმნა, რომელიც რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ყველა ახალი ამბავი
0