23:09 15 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2855
  • 100 RUB4.6066
  • USD2.9607
დავით–გარეჯი

თბილისი და ბაქო საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე შეხვედრას მომავალ კვირას გამართავენ

© Photo: courtesy of Miho Neiman
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
89 0 0

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik.  დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენელთა შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ხალაფ ხალაფოვზე დაყრდნობით.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა რამდენიმე დღით უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მონასტერი დავით-გარეჯის უძველესი სამონასტრო კომპლექსის ნაწილია და საზღვრის სადავო მონაკვეთის გასწვრივ მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე გამართული მოლაპარაკებების შედეგად გზა გაიხსნა, თუმცა აღნიშნული საკითხისადმი საზოგადოებაში ვნებათაღელვა არ დამცხრალა. 

„საზღვრის საკითხი – ეს სახელმწიფო დონის საკითხია. ქართულ მხარესთან ერთად ამ საკითხით 1996 წლიდან ვართ დაკავებული. იმართება მრავალმხრივი მოლაპარაკებები და ორი მესამედი საზღვრის განსაზღვრულია“, – განაცხადა ხალაფოვმა ჟურნალისტებთან.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, შეხვედრა და საკითხის განხილვა გაიმართება დელიმიტაციის ქართული კომისიის ახალ ხელმძღვანელთან ერთად, რომელზეც გაირკვევა მორიგი სხდომის დრო და ადგილი.

10 მაისს გამართულ საქართველოს მთავრობის სხდომაზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ახალ ხელმძღვანელად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დაინიშნა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა.

ვნებათაღელვა დავით-გარეჯის ირგვლივ: აზერბაიჯანის ელჩი საპატრიარქოში მივიდა>>>

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევარუდაბნოში მდებარეობს.

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.

დავით-გარეჯის კომპლექსის ნაწილი, მათ შორის, უდაბნოს მონასტერი, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე მდებარეობს. დავით-გარეჯის კომპლექსის ტერიტორიას აზერბაიჯანელი ისტორიკოსები კეშიკჩიდაღს უწოდებენ და ის „აზერბაიჯანის ქვის ხსოვნად“ მიაჩნიათ. მათი მტკიცებით, კომპლექსი კავკასიური ალბანეთის ისტორიას განეკუთვნება.

მთავარი თემები