10:26 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
აზიური ფაროსანა

ფაროსანა იღვიძებს: ქვეყანა მზადაა მავნებელთან ბრძოლისთვის

© FB / National Food Agency
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა (20)
144 0 0

ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, მავნებლის ბიოლოგიური თავისებურებებიდან და ფაზებიდან გამომდინარე ტარდება.

თბილისი, 8 მაისი - Sputnik. ტემპერატურის მატებასთან ერთად მავნებელი აზიური ფაროსანა კვერცხდებისთვის ემზადება, შესაბამისად, მაქსიმალურადაა მობილიზებული ყველა რესურსი იმისთვის, რათა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და შეუფერხებლად ჩატარდეს, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეს-სამსახურის განცხადებაში.  

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე განთავსებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

გარდა ამისა, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრმა განსაზღვრა პრიორიტეტული ლოკაციები, სადაც, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ტერიტორიები თერმული ნისლით დამუშავდება. ამისათვის დასავლეთ საქართველოში უკვე გადანაწილებულია 250-ზე მეტი სპეციალური ტექნიკა.

ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, მავნებლის ბიოლოგიური თავისებურებებიდან და ფაზებიდან გამომდინარე ტარდება.

მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრში შექმნილია გზავნილების სისტემა, რომლის მეშვეობითაც მოხდება მოსახლეობის ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ასევე ვებ-გვერდზე: parosana.ge. 

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა საქართველოში
© Sputnik / Maria Tsimintia
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა საქართველოში

 

 

თემები:
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა (20)

მთავარი თემები