Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

როგორ ისვენებენ ნოე და ჯანეტი ანტალიაში – წყვილის ულამაზესი ფოტოები სანაპიროდან

გამოწერა
ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის მიმართ ინტერესი კვლავ არ წყდება.

„მის საქართველო 2011“-ის ტიტულის მფლობელი, მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და ტელეარხ „იმედის“ პროდიუსერი და წამყვანი ნოე სულაბერიძე ანტალიაში ისვენებენ.

როგორც Instagram Story-სა და ფოტოების მეშვეობით ირკვევა, წყვილი რომანტიკულ დღეებს ულამაზეს სანაპიროზე ატარებს. მანამდე წყვილი ევროპაში ისვენებდა.

ფოტოზე თანდართული წარწერებით #samedirection #samelooking #onelove #loveistheanswer ჩანს, რომ წყვილი უზომოდ შეყვარებული და ბედნიერია.

„სიყვარული გვალამაზებსო, სრული სიმართლეა, მართლა ულამაზესები ხართ, ნოე, შენი რჩეული ფერიასავით გყავს გვერდით, ძალიან უხდებით ერთმანეთს, საოცრება ხართ, ბედნიერები გამყოფოთ უფალმა უთვალავი წლები“.

„რანაირი ლამაზები და საყვარლები ხართ! ისე მართლა, ნოე, ასეთ ბედნიერს პირველად გხედავ“.

„ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ თქვენით, ისე უხდებით ერთმანეთს“. წერენ მეგობრები სოციალურ ქსელში ნოეს და ჯანეტს.

წყვილი სულ ახლახან დაქორწინდა. საზოგადოებამ მათი ნიშნობის შესახებ 10 აპრილს სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყო.  

ჯანეტ ქერდიყოშვილი 1991 წლის 29 ნოემბერს თბილისში დაიბადა. 19 წლის ასაკში „მის საქართველო 2011"-ის ტიტულის მფლობელი გახდა. მუშაობდა ჟურნალისტად, მოდელად ჟურნალ Vogue-ში (უკრაინა), ასევე იყო ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის გადაცემა „მის საქართველო 2015"-ის კონკურსის დღიურების" წამყვანი. ბოლო დროს ცხოვრობდა მილანში, სადაც მოდისა და დიზაინის კერძო იტალიურ სკოლა Istituto Marangoni-ში მოდისა და დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0