15:30 16 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5596
  • USD2.8555
გიორგი გახარია

პანკისელებთან მინისტრის შეხვედრა დასრულდა: ჰესის საკითხი გადაიდო

© Photo: courtesy of Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
არა ჰესის მშენებლობას: დაძაბულობა პანკისის ხეობაში (28)
15410

გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა პანკისელ უხუცესებს შეხვედრისთვის და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დღევანდელი შეხვედრა იყო უმძიმესი, ვინაიდან მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო.

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. ამ წუთებში არავინ ვაპირებთ მტყუან-მართლის ძებნას, ახლა უნდა გავჩერდეთ და გავნაგრძოთ მოლაპარაკებები, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა  გიორგი გახარიამ მას შემდეგ, რაც ის პანკისის მოსახლეობასთან შეხვედრიდან გამოვიდა.

მინისტრის თქმით, მოლაპარაკებების შედეგები სრულად საზოგადოებისთვის დაახლოებით ნახევარ საათში გახდება ცნობილი.

„ჰესის საკითხი გადავდეთ. ჰესის მშენებლობა გაგრძელდება მაშინ, როცა ამას მოსახლეობის 90 პროცენტი დაეთანხმება... მე ახლა ჰესის გამო არ ამოვსულვარ აქ. იმიტომ ამოვედი, რომ ქვები ესროლეს პოლიციას... მანახეთ, თუ ვინმეა ადგილობრივი დაზარალებული და იქაც მივალ და იმასაც მოვეფერები“, - უთხრა მინისტრმა ადგილობრივებს.

გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა პანკისელ უხუცესებს შეხვედრისთვის და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დღევანდელი შეხვედრა იყო უმძიმესი, ვინაიდან მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. თუმცა „ბრძენი უხუცესების“ წყალობით, დაპირისპირება შეწყდა.

პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის „ხადორი 3"-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დღეს სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება უკვე ორჯერ მოხდა.დაშავებულები არიან როგორც ადგილობრივები, ისე სამართალდამცველები და ასევე ტექნიკა.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა გასული წლის ივნისში მოსახლეობამ შეაჩერა. პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“-ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

თემები:
არა ჰესის მშენებლობას: დაძაბულობა პანკისის ხეობაში (28)

მთავარი თემები