ბრიფინგი შსს-ში: წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოვიყენებთ სათანადო ზომებს

© photo: Radio Way / FBსპეცოპერაცია
სპეცოპერაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის პანკისის ხეობაში იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება.

თბილისი, 21 აპრილი -Sputnik. შინაგამნ საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს სრული სიმკაცრით, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სპეციალურ ბრიფინგზე.

„საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებები“, - განმარტა შსს-ს წარმომადგენელმა.

შსს-ს ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელს. დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა ზსამინისტრო მუშაობის აქტიურ რეჟიმზეა გადასული და საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია განვითარებული მოვლენების შესახებ.

პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის „ხადორი 3"-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დღეს სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება უკვე ორჯერ მოხდა. ხეობაში დამატებითი ძალები შეიყვანეს.

სპეცოპერაცია - Sputnik საქართველო
ვითარება პანკისში: მესამე სექტორი ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომას  მოითხოვს

დამატებითი ძალების შეყვანისას ხეობაში ვითარება კვლავ დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა კი შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა შორის არიან როგორც ადგილობრივები, ისე  სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. ადგილობრივებმა შსს-ს რამდენიმე მანქანა და სამშენებლო კომპანიის კუთვნილი ტრაქტორი დააზიანეს.

ამ დროისთვის პანკისის ხეობაში  იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. მისი განცხადებით, ჰესზე ამ ეტაპზე საუბარი მნიშვნელოვანია არაა, რადგან დაზიანებულია ტექნიკა და 15 სამართალდმცველია დაშავებული.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა გასული წლის ივნისში მოსახლეობამ შეაჩერა. პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“-ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0