09:17 27 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2356
  • 100 RUB4.5039
  • USD2.8470
საპროტესტო აქცია

რუსთავში ციხის მშენებლობას აპროტესტებენ: დაიწყო პეტიციაზე ხელმოწერა

© Sputnik / Alex Shlamov
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
45 0 0

ადგილობრივების თქმით, ახალი ციხე დასახლებასთან ძალიან ახლოს მდებარეობს, რაც, გარდა იმისა, რომ უსაფრთხოების კუთხით ქმნის პრობლემებს, დასახლებას განვითარების პერსპექტივასაც უკარგავს.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. რუსთავის ერთ-ერთი უბნის მოსახლეობამ ციხის მშენებლობა გააპროტესტა და გზა გადაკეტა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლები ციხის მშენებლობის შეჩერებასა და იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.

მათი თქმით, ახალი ციხე დასახლებასთან ძალიან ახლოს მდებარეობს, რაც, გარდა იმისა, რომ უსაფრთხოების კუთხით ქმნის პრობლემებს, დასახლებას განვითარების პერსპექტივასაც უკარგავს.

მოსახლეობა შიშობს, რომ  ციხის აშენების შემთხვევაში ჭყონდიდელის დასახლებაში ბინის ფასები დაეცემა და აღარც ინვესტორები მოისურვებენ აღნიშნულ ტერიტორიაზე თანხების ჩადებას.

აქციის მონაწილეებთან მივიდა რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რომელიც „იზიარებს მოქალაქეების პროტესტს და მათ  მიერ ხელმოწერილ პეტიციას სამართლებრივ მსვლელობას მისცემს“.

ადგილობრივ მოსახლეობას სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, რის შემდეგაც სპეციალური პეტიცია შეიმუშავეს და ახლა სოციალური ქსელით ხელმოწერებს აგროვებენ.

მთავარი თემები