Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მან თქვა კი“ - ბერა ივანიშვილმა ახალ სიმღერაში მსმენელს თავისი ბედნიერება გაუზიარა

© photo: nanukagudavadze / Instagramბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბერას ახალ კლიპში მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე მონაწილეობს

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ცნობილმა ქართველმა მუსიკოსმა, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერამ თავის მსმენელს ახალ სიმღერაში თავის სიყვარულსა და ქორწინებაზე უამბო - კომპოზიციას ეწოდება She said yes („მან თქვა კი").

წყვილის ქორწილი 2018 წლის 11 ნოემბერს გაიმართა. მათ ჯვარი დაიწერეს სვეტიცხოველში, შემდეგ წყვილმა მრავალრიცხოვან სტუმრებთან ერთად თავისი ბედნიერება იზეიმა კოჯორში, ერთ-ერთ ფეშენებელურ დასასვენებელ კომპლექსში. 2019 წლის მარტში კი ბერამ და ნანუკამ ქორწინება ოფიციალურად დაარეგისტრირეს.

ოფიციალურად დაქორწინებულები: ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ხელი მოაწერეს >>

კლიპში ბერასთან ერთად მისი მეუღლე მონაწილეობს. ვიდეოში მოთხრობილია სიყვარულის, შეყვარებულების შეხვედრის და ხელის თხოვნის ისტორია, რომელზეც მთავარი გმირი - ნანუკა თანხმობით პასუხობს.

კლიპში წყვილი ოთხი სხვადასხვა სტილით ჩნდება, რომელიც ერთმანეთისგან დროის მონაკვეთით, ესთეტიკით, ატრიბუტიკით და პერსონაჟებით, ასევე სამოსით, ფერით და განწყობით განსხვავდება. თავად სიმღერა მსუბუქი პოპ-მუსიკის სტილშია დაწერილი.

„ეს მუსიკალური ვიდეო ნადვილად ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ძალიან მიხარია მისი გაზიარება თქვენთვის, ბიჭებო! იმედი მაქვს, რომ შეაფასებთ მის ყველა წვრილმან დეტალს და დატკბებით ვიდეოს ყურებით ისევე, როგორც ჩვენ - მისი შექმნის დროს“, - დაწერა ბერამ.

ცოტნე და ბერა ივანიშვილები - Sputnik საქართველო
რითი დაინტერესდა ბიძინა ივანიშვილის ყველაზე უმცროსი მემკვიდრე

„მშვენიერი წყვილი და ლამაზი ვიდეოკლიპი“, „მინდა კიდევ და კიდევ მოვუსმინო“, „როგორც ყოველთვის ძალიან მაგარია“, „კარგი ნამუშევარია“ - წერენ კომენტარებში ბერას ხელმომწერები.

ბერა მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტის მეშვეობით წარმოადგენს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. მუსიკოსმა 2010 წელს დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream.

ბერა ხშირად ხვდება ორიგინალური გარეგნობის მქონე ყველაზე დახვეწილი და ლამაზი მამაკაცების რეიტინგებში.

ყველა ახალი ამბავი
0