15:26 16 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5596
  • USD2.8555
„სამხედრო გზა

ტრანსპორტის მოძრაობა „სამხედრო გზაზე" აღდგა

© photo by press-service of Roads Department of Georgia
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (74)
119 0 0

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ავტომაგისტრალის ორ მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი-ზემო ლარსისკენ" (რუსეთის საზღვრისკენ) მიმავალ გზაზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ე.წ. საქართველოს სამხედრო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე მოძრაობა ამინდის გაუარესების გამო გუშინ აიკრძალა.

ამაჟამად ტრანსპორტის მოძრაობა გზის ამ მონაკვეთზე შესაძლებელია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით, შეუჩერებლად. ასევე შეუჩერებელ რეჟიმში მოძრაობაა საჭირო მლეთა–გუდაურის გზის მონაკვეთზე.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (74)

მთავარი თემები