მასწავლებლები განვითარებას ახლებურად შეძლებენ

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიახალგაზრდა კომპიუტერთან
ახალგაზრდა კომპიუტერთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
პედაგოგები საკვალიფიკაციო კურსების გავლას ონლაინ-რეჟიმში შეძლებენ.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. პირველად საქართველოში მასწავლებლებს უპრეცედენტო საშუალება გაუჩნდათ, რომ თავიანთი პროფესიული უნარები ონლაინ-ფორმატში განავითარონ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ონლაინ-კურსების მეშვეობით მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა – არა მხოლოდ გაიუმჯობესონ თავიანთი პედაგოგიური უნარები, არამედ ასევე განავითარონ ტექნოლოგიების გამოყენების ჩვევები. ონლაინ-ტრენინგებს ერთდროულად 250 პედაგოგი გაივლის. ტრენინგები სისტემატურად ჩატარდება.

მასწავლებლის ჯილდო - Sputnik საქართველო
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – საქართველო" თავის გმირს ეძებს

ონლაინ-კურსებს ზოგადპროფესიულ უნარებში მასწავლებლებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სთავაზობს. კურსები 4 მარტს დაიწყო და 14 აპრილს დასრულდება. შემდეგი კურსების დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ზოგადპროფესიული უნარების განვითარების კურსის შექმნის საპილოტე პროექტზე მუშაობა გასულ წელს დასრულდა.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმის ათი პაკეტი, რომლებიც ყველა მიმართულებას მოიცავს. რეფორმები ოთხი წელი გაგრძელდება.

რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია პედაგოგების გადამზადება. განათლების სამინისტრო „ახალი სკოლის მოდელის" დანერგვას აანონსებს, რაც გულისხმობს ახალი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, რომელიც თითოეულ მოზარდს მისცემს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას და უზრუნველყოფს მას იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც 21-ე საუკუნეშია საჭირო. ამისთვის, მაგალითად, დაგეგმილია, რომ პედაგოგებმა მეტი დრო დაუთმონ შემოქმედებას და არა ბიუროკრატიას. ყველა პედაგოგი შესაბამის გადამზადებას გაივლის.

ყველა ახალი ამბავი
0