04:04 20 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0474
  • 100 RUB4.1721
  • USD2.6840
ლოიდ ო’ჰანლონი

ავსტრალიიდან პირდაპირ აჭარაში, ანუ ქართული ფოლკლორის საოცარი ხიბლი

© photo: Gosia Kaszubska / FB
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
უცხოელის თვალით დანახული საქართველო (78)
14510

ქართულმა ხალხურმა შემოქმედებამ იმდენად მოხიბლა ავსტრალიელი, რომ მშობლიური მხარე მიატოვა და საქართველოსკენ გამოეშურა

თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. აჭარაში, ქედის რაიონის სოფელ მერისში 26 წლის ავსტრალიელი ლოიდ ო’ჰანლონი ცხოვრობს. მან იმდენად შეიყვარა საქართველო, რომ მშობლიური ქვეყნიდან აქ გადმოსახლება გადაწყვიტა და ქართული ენაც შეისწავლა, თან – აჭარული კილოთი.

„ავსტრალიაში ქართული ფოლკლორის პატარა ჯგუფია და ამ ჯგუფის წყალობით შევიტყვე საქართველოს შესახებ. 2014 წელს სიმპოზიუმზე ვიყავი, სადაც ბევრი უცხოელი შემსრულებელი იყო, რომლებსაც უყვარდათ ქართული ფოლკლორი“, – აღნიშნა ლოიდმა აჭარის ტელევიზიის ეთერში

ამ ღონისძიებაზე ლოიდმა კანადელი ჯემ მორისი გაიცნო, რომელმაც მოუთხრო კიდეც სოფელ მერისზე. შემდეგ ლოიდი ქართულ სუფრასთან აღმოჩნდა, სადაც გაუმასპინძლდნენ ქართული კერძებით და ჟღერდა აჭარული მრავალხმიანობა. მაშინ მან გადაწყვიტა, რომ აუცილებლად უნდა წასულიყო აჭარაში.

 „აჭარული ყველაფერი მიყვარს“, – ამბობს ლოიდი.

მერისი აჭარის ულამაზესი სოფელია, ზღვის დონიდან 700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელში სულ სამასი ადამიანი ცხოვრობს. სწორედ აქ იგრძნო თავი ბედნიერად ლოიდმა და ავსტრალიიდან წამოსვლა გადაწყვიტა.

ლოიდს მერისში, სადაც უკვე ოთხი წელია, ცხოვრობს, ყველა კარგად იცნობს. თანასოფლელებთან ურთიერთობებისთვის მან ქართული ენა ისწავლა, თან აჭარულადაც უქცევს. ის თავს მერისელ ავსტრალიელს უწოდებს.

სადღეგრძელო, სიმღერა, ცხელი მჭადი, ბორანო, ლობიო – კიდევ რა არის საჭირო ბედნიერებისთვის? ამბობს ლოიდი და სახლის ეზოში ფეიხოასგან ჭაჭას ამზადებს.

მერისელი ავსტრალიელი აღმერთბს აჭარულ სიმღერებს და თავადაც მღერის, ამასთან, მოგზაურობს ქვეყანაში და საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს ახლოს ეცნობა.

თემები:
უცხოელის თვალით დანახული საქართველო (78)

მთავარი თემები