00:03 24 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1001
  • 100 RUB4.3239
  • USD2.7756
პენსიონერი ბაზარში

ეკონომიკის მინისტრი: პენსიონერები დანაზოგს არ დაკარგავენ

© photo: Sputnik / Sergey Venyavskiy
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (58)
13501

საპენსიო დანაზოგები ინვესტირებული იქნება საიმედო აქტივებში, რომელთა გაუფასურების რისკი ნულის ტოლია

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საპენსიო დანაზოგები არ დაიკარგება, რადგან ისინი ინვესტირებული იქნება მხოლოდ საიმედო ფასიან ქაღალდებში, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან 40 წლამდე ასაკის თითოეული დასაქმებული მოქალაქე ვალდებულია სიბერისთვის თანხის დაგროვება დაიწყოს – ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. ახალი სქემის თანახმად, საქართველოს თითოეულ დასაქმებულ მოქალაქეს ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელს ექნება საკუთარი საპენსიო ანგარიში, რომელზეც ის ყოველთვიურად ხელფასის 2%-ს გადარიცხავს, იმავე რაოდენობის თანხას გადაურიცხავს დამსაქმებელი და ასევე სახელმწიფო – 2%-ს, თუ ბენეფიციარის ნომინალური წლიური შემოსავალი 24 ათას ლარზე ნაკლებს შეადგენს და 1%-ს, თუ შემოსავალი აღემატება ამ თანხას, თუმცა 60 ათას ლარს არ აჭარბებს.

დანაზოგი თანხები საპენსიო სააგენტოს ანგარიშზე გროვდება. საპენსიო დანაზოგების განკარგვისთვის საპენსიო სააგენტოში შექმნილია საინვესტიციო საბჭო, რომელიც გადაწყვეტს, სად ჩაიდოს მომავალი პენსიონერების თანხები.

„საპენსიო ფონდის პრინციპების მიხედვით, საპენსიო დანაზოგების ინვესტირება ყველაზე საიმედო ფასიან ქაღალდებში მოხდება. ეს არის ფასიანი ქაღალდები, რომელთა საიმედოობა პრაქტიკულად არის სუვერენულ დონეზე. ეს ნიშნავს, რომ ამ ფასიანი ქაღალდების გაუფასურების რისკი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია“, – აღნიშნა ქობულიამ.

მინისტრის თქმით, ქართულ დაგროვებით სისტემას მსოფლიოში ანალოგი არა აქვს.

„სეთი სისტემა, პრაქტიკულად, სხვაგან არ არსებობს... ეს არის უპრეცედენტო, ძალიან სასარგებლო რეფორმა“, – განაცხადა ქობულიამ.

მისი თქმით, საპენსიო დანაზოგებს უკვე მოაქვს შემოსავალი პენიონერებისთვის 7%–ის ოდენობით, ეს მაღალი მაჩვენებელია და სახელმწიფო ამ ტენდენციის შენარჩუნებას აპირებს.

საპენსიო ფონდმა პირველი თვის ანგარიში წარადგინა>>

თებერვლის დასაწყისისთვის საპენსიო ფონდში უკვე შესული იყო 41 მილიონ ლარზე მეტი. ეს თანხა ჯერჯერობით ბანკებში დეპოზიტებზეა განთავსებული.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (58)

მთავარი თემები