21:11 26 აპრილი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0067
  • 100 RUB4.1654
  • USD2.7007
მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე: ქუჩური გარჩევები სისხლის სამართლის წესით დაისჯება

© photo: Government of Georgia / FB
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (25)
63 0 0

სასჯელი გამკაცრდება მათთვის, ვინც  ქუჩურ გარჩევებში არასრულწლოვნების ჩაბმას შეეცდება.

თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. ქუჩური  გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა. 

კანონპროექტის თანახმად, განსაკუთრებით გამკაცრდება სასჯელი იმ პირთა მიმართ, ვინც ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში არასრულწლოვნების ჩაბმას შეეცდება.

ბახტაძის განცხადებით, მთავრობა აგრძელებს კრიმინალთან და კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას, რომლის ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინებაა ე.წ. ქუჩური გარჩევები.

„კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება და ჩვენ შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ ის მძიმე შედეგები, რომლებიც ხშირ შემთხვევებში ასეთ გარჩევებს უკავშირდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ქუჩური გარჩევა კრიმინალად შეფასდება. დავის გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობისთვის, კანონი გაითვალისწინებს როგორც საჯარიმო სანქციას,  ისე პატიმრობას - ვადით 2 წლამდე. ქუჩურ გარჩევის, ისევე როგორც სხვა დანაშაულების,  დასჯას   შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო ეკიპაჟები აღასრულებენ. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუჩური გარჩევების კრიმინალიზების შესახებ გასული წლის  25 ნოემბერს განაცხადა.

შსს-ს ინფორმაციით, ქუჩური გარჩევის კრიმინალიზება ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ გამოცხადებული  უკომპრომისო ბრძოლის გაგრძელებაა. მისი მიზანი ქვეყანაში ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრაა.

საქართველოს პარლამენტმა შსს–ს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ე. წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ გასული წლის აპრილში დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებებით, გაფართოვდა  სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრე. კერძოდ, ე. წ. ქურდული სამყაროს წევრობის გარდა, დასჯადი გახდა ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის – „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა.



თემები:
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (25)

მთავარი თემები