საქართველო პასპორტების ინდექსში ერთი პოზიციით დაქვეითდა

© Sputnik / STRINGERქართული პასპორტი და ბილეთები
ქართული პასპორტი და ბილეთები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებს უვიზო ან გამარტივებული რეჟიმით სარგებლობა მსოფლიოს 114 ქვეყანაში შეუძლიათ.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო კონსალტინგური კომპანიის Henley&Partners 2019 წლის პასპორტების ინდექსში 199-დან 51-ე ადგილზე განთავსდა.

ამგვარად, წინა წელთან შედარებით, საქართველომ თავისი პოზიცია ერთი საფეხურით გაიუარესა.

საქართველოს მოქალაქეებს ამჟამად უვიზოდ ან გამარტივებული რეჟიმით მსოფლიოს 114 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა.

პასპორტი - Sputnik საქართველო
ქართული პასპორტი უფრო ძლიერი გახდა – უვიზოდ მსოფლიოს 74 ქვეყანაში

რეიტინგში საქართველოს მეზობლები არიან ალბანეთი (50-ე ადგილი), თურქეთი (52-ე). რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს რუსეთს (48-ე). ამ პასპორტით რუსეთის მოქალაქეს მსოფლიოს 119 ქვეყანაში აქვს შესვლის უფლება. ნაკლებად გაუმართლათ სომხეთის მოქალაქეებს – მათი პასპორტით 61 ქვეყანაში შეიძლება მოგზაურობა უვიზოდ.

აზერბაიჯანი რეიტინგში 71-ე ადგილზეა (66 ქვეყანა).

რეიტინგში პირველობა შეინარჩუნა იაპონიამ (190 ქვეყანა). მეორე ადგილს იყოფენ სინგაპური და სამხრეთ კორეა (189).

რეიტინგის აუტსაიდერები არიან ერაყი და ავღანეთი (30 ქვეყანა).

კომპანია Henley & Partners-ის პასპორტების ყოველწლიური ინდექსი აანალიზებს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის სავიზო წესებს.

კომპანია საერთაშორისო ლიდერია საცხოვრებელი ადგილის დაგეგმვის სფეროში. ის სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მრჩეველია საინვესტიციო მოქალაქეობის პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაში.

ყველა ახალი ამბავი
0