06:04 12 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0286
  • 100 RUB4.0071
  • USD2.6609
დავით მალაზონია

Iriao-ს მუსიკალურ ხელმძღვანელს ავარიის შემდეგ დახმარება ესაჭიროება

© Iriao / FB
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
249 0 0

ნიჭიერ ქართველ კომპოზიტორს ავარიაში მოხვედრის შემდეგ ძვირადღირებული მკურნალობა დასჭირდა

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. დავით მალაზონია - ეთნო-ჯაზ ჯგუფ „ირაოს“ მუსიკალურ ხელმძღვანელ დავით მალაზონიას ძვირადღირებული მკურნალობისთვის ფინანსური დახმარება ესაჭიროება. Iriao „ევროვიზია-2018“-ზე საქართველოს წარმოადგენდა.

მალაზონიას თბილისში, პეკინის ქუჩაზე 3 ნოემბერს სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. მძიმე მდგომარეობით და სახისა და ქვედა კიდურების ძვლების მრავალრიცხოვანი მოტეხილობებით ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მალაზონია დიდი ხნის განმავლობაში რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფებოდა.

რამდენიმე დღის წინ მალაზონია საავადმყოფოდან გაწერეს, მაგრამ იმავე დღეს კომპოზიტორი კვლავ შეუძლოდ გახდა. ის კომაში ჩავარდა და ის კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალის“ რეანიმაციაში მოათავსეს. მუსიკოსი კომიდან გამოვიდა, მაგრამ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებით პრობლემები აღენიშნება.

ცნობილი კომპოზიტორის სამკურნალოდ დედაქალაქის მერიამ 10 000 ლარი გამოყო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დავით მალაზონიამ კიდევ 20 000 ლარი უნდა გადაიხადოს. ასევე უცნობია, რამხელა თანხა იქნება გადასახდელი „ნიუ ჰოსპიტალში“ მკურნალობისთვის.

კომპოზიტორის ოჯახს ყველა ფინანსური რესურსი ამოეწურა, ისინი დაფინანსებასთან დაკავშირებით პასუხს ჯანდაცვის სამინისტროსგან ელოდებიან.

პარალელურად Facebook-ზე ჯგუფ Iriaо-მ და კომპოზიტორის კოლეგებმა, ახლობლებმა და მეგობრებმა მალაზონიას დასახმარებლად თანხების შეგროვების კამპანია დაიწყეს. გარდა ამისა, ახლო მომავალში Iriaо მუსიკალური ხელმძღვანელის მხარდასაჭერად კონცერტის გამართვას გეგმავს.

ჯგუფის დამაარსებელი და მისი მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მალაზონია ერთ-ერთ იშვიათ ქართველ კომპოზიტორად მიიჩნევა, რომელმაც ეს ორი ჟანრი გააერთიანა. 30 წლის მანძილზე მალაზონია ქმნის მუსიკას გერმანიასა და საქართველოში როგორც თეატრებისთვის, ასევე ტელეპროექტებისთვის, ცალკეული მუსიკოსებისა თუ ჯგუფებისთვის. მისი ინიციატივით თბილისში დაარსდა ანსამბლი „ირიაო", რომლის დებიუტი 2013 წელს შედგა.

მთავარი თემები