თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება" უჭერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, ხმების 59,52%-ს იღებს.
მის კონკურენტს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს ხმების 40,48% აქვს.
საქართველოს ცესკომ ყველა საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები შეაჯამა.