დღეს საქართველოში გიორგობას ზეიმობენ

© Sputnik / Alexander Imedashviliწმინდა გიორგის ძეგლი
წმინდა გიორგის ძეგლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 23 ნოემბერს წმიდა გიორგის ხსენების დღეს, ანუ გიორგობას აღნიშნავს.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. დღეს წმიდა გიორგის ხსენების დღე, გიორგობაა. საქართველოში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა ქვეყნის ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება.  

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე საზეიმო წირვას სამების ტაძარში აღავლენს, წირვა 10:00 საათზე დაიწყება.

საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ — 23 ნოემბერსა და 6 მაისს ზეიმობენ. 23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი — თავის კვეთას და ამ დღეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს. წმიდა გიორგი ქვეყნის მფარველად მიიჩნევა და მისი ხსენების დღეს საქართველოში სახელმწიფო სტატუსი აქვს — უქმე დღედ არის გამოცხადებული. 

დიდმოწამე წმიდა გიორგი — მხედარი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს, ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლური მრწამსის შემადგენელი ნაწილი გახდა და ის ქვეყნის სახელმწიფო გერბზეა გამოსახული.

© photo: Sputnik / Eduard Pesov / გადასვლა მედიაბანკშიწმინდა გიორგი
დღეს საქართველოში გიორგობას ზეიმობენ - Sputnik საქართველო
წმინდა გიორგი

წმიდა მთავარმოწამე გიორგი მოღვაწეობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, მესამე საუკუნის ბოლოს და მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში.

გადმოცემით, დღესასწაული ქართველთა განმანათლებელმა წმიდა ნინომ დააარსა. როგორც ცნობილია, წმიდა გიორგი მას ნათესავად ერგებოდა და განსაკუთრებულ პატივს სცემდა. საქართველოს განმაქრისტიანებლმა წმიდა ნინომ ქვეყანას წმიდა გიორგის სიყვარული ანდერძად დაუტოვა. შუა საუკუნეებში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში 365 სალოცავი აიგო წმიდა გიორგის სახელზე.

საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმინდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან და საქართველოში არსებული წმიდა გიორგის 365 ნაწილთან არის დაკავშირებული. 

© photo: Sputnik / Vladimir Vdovin / გადასვლა მედიაბანკშიწმინდა გიორგის ხატი
დღეს საქართველოში გიორგობას ზეიმობენ - Sputnik საქართველო
წმინდა გიორგის ხატი

წმიდა გიორგის თაყვანისცემა, რომელიც ქრისტიანობის გავრცელების პერიოდშივე დაიწყო, დღესაც გრძელდება.

წმიდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისგან დახსნას.

ყველა ახალი ამბავი
0