თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია. მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ამის მიზეზი თოვლი და ლიპყინულია.
ვითარება მესტია-ლასდილის გზის მონაკვეთზე - ზვავსაშიშროებამ პრობლემები შექმნა>>
ტრანსპორტის მოძრაობას საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.