რომელი ქვეყნის მოქალაქეებს ყველაზე ხშირად არ უშვებენ საქართველოში

© Sputnik / Alexander Imedashviliსაკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი“
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანის მოქალაქეები პირველ ადგილზე არიან იმ ადამიანებს შორის, ვისაც ყველაზე ხშირად ეუბნებიან უარს საქართველოში შემოსვლაზე და ვინც ყველაზე ხშირად ქვეყანაში სავიზო რეჟიმს არღვევს

თბილისი, 18 ნოემბერი  – Sputnik. ოქტომბერში საქართველოში შემოსვლაზე ყველაზე მეტი უარი ეთქვა ირანის, ინდოეთის და რუსეთის მოქალაქეებს, შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებული მონაცემების თანახმად.

საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე, სადაც ინტერპოლით ძებნილი დამნაშავეების ბაზა არის ხელმისაწვდომი, მკაცრი კონტროლი მიმდინარეობს.

საქართველოში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის >>

უცხოელებს საქართველოში შემოსვლაზე 1,1 ათასჯერ ეთქვა უარი, რაც დაახლოებით 90-ჯერ მეტია, ვიდრე 2017 წლის ოქტომბერში.

ტურისტები „თბილისობაზე - Sputnik საქართველო
საშიშია თუ არა საქართველო ტურისტებისთვის – გამოქვეყნდა უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგი

ირანის მოქალაქეებს ოქტომბერში საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე უარი 429-ჯერ ეთქვა, ინდოეთის მოქალაქეებს - 260-ჯერ, რუსეთის მოქალაქეებს - 60-ჯერ.

ქვეყნების ათეულში, რომელთა მოქალაქეები ყველაზე ხშირად ვერ ახერხებენ საქართველოში მოხვედრას, შედის უზბეკეთი, თურქეთი, ეგვიპტე, პაკისტანი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი.

საქართველოს ხელისუფლება უცხოელების მიერ სავიზო რეჟიმის დაცვას მკაცრად აკონტროლებს. ოქტომბერში ქვეყანაში ყოფნის წესები 403-ჯერ დაირღვა. დამრღვევებს შორის ლიდერობენ ირანის, ინდოეთისა და ჩინეთის მოქალაქეები.

ოქტომბერში საქართველოში უცხოელებმა 719 ათასზე მეტი ვიზიტი განახორციელეს. ყველაზე ხშირად საქართველოში ჩამოდიან რუსეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეები.

ყველა ახალი ამბავი
0