უფასო აცრა ნოემბერში: როდის და სად გაკეთდება უფასო იმუნიზაცია

© photo: Sputnik / Nikolai Khizhnyak / გადასვლა მედიაბანკშიგრიპის ვაქცინაცია
გრიპის ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმუნიზაციას სახელმწიფო მხოლოდ რისკჯგუფებში შემავალ პირებს უფინანსებს: ორსულებს, მოხუცთა და ბავშვთა სახლების ბინადრებს, დიაბეტიან ბავშვებს და ა.შ.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ნოემბრის ბოლოს  ერთი დღე  მოსახლეობას გრიპზე აცრების გაკეთება უფასოდ შეეძლება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

აფთიაქი - Sputnik საქართველო
გრიპის სეზონი საქართველოში, შესაძლოა, ორ კვირაში დაიწყოს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან  გამყრელიძის თქმით, ზუსტი რიცხვი  და  სამედიცინო დაწესებულება, რომელშიც უფასო აცრები ჩატარდება, რამდენიმე დღეში გახდება  ცნობილი,

„[ოც ნოემბერს] გაიხსნება ტენდერი, რომელი სამედიცინო დაწესებულება უნდა მოემსახუროს ამ ერთდღიან მასშტაბურ აქციას ქვეყანაში, როდესაც ყველასთვის იქნება ის უფასო. კონტრაქტორი გვეყოლება ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულება, რომელმაც ეს უნდა განახორციელოს. ნოემბერში იქნება ეს დღე. თარიღს მსურველებისთვის რამდენიმე დღით ადრე დავასახელებთ“, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის ფასი ზოგადად 30-დან 50 ლარამდეა. იმუნიზაციას სახელმწიფო მხოლოდ რისკჯგუფებში შემავალ პირებს უფინანსებს. ესენი არიან ორსულები, მოხუცთა და ბავშვთა სახლების ბინადრები, დიაბეტიანი ბავშვები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და სამედიცინო პერსონალი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0