იმერეთში ზეკარის უღელტეხილი თოვლის გამო დაკეტილია

© Sputnik / STRINGERთოვლი ხულოს რაიონში
თოვლი ხულოს რაიონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას ტრასის ერთ-ერთი მონაკვეთის დაკეტვის მიზეზი უამინდობა გახდა

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ზეკარის უღელტეხილი ავტომობილებისთვის თოვლისა და ქარბუქის გამო დაკეტილია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გადაკეტილია ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას ტრასის (60-75 км) მონაკვეთი.

ზეკარის უღელტეხილი ზღვის დონიდან 2226 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მასზე იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის დამაკავშირებელი გზა გადის.

ყველა ახალი ამბავი
0