07:36 07 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
Комплекс автофиксации нарушений ПДД

თბილისსა და რეგიონებში საავტომობილო გზებზე ახალი ვიდეოკამერები ამოქმედდა

© photo: Sputnik / Alexander Kryajev
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
118 0 0

სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით საქართველოს მასშტაბით ჯამში 253 კმ სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. თბილისში ზოგადი ხედვის 20 ვიდეოკამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამას გარდა საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხაშურისა და ბორჯომის საავტომობილო გზის მონაკვეთის ორ ლოკაციაზე, ორმხრივი მიმართულებით საავტომობილო სიჩქარის კონტროლის ორი სექცია ამოქმედდა.

სიჩქარის მზომი სამი წერტილოვანი რადარი ამოქმედდა კახეთის რეგიონშიც, კერძოდ, თელავში, სოფელი ვარდისუბნისა და სოფელ ნასამხრალის საავტომობილო გზის მონაკვეთზე. დღევანდელი მდგომარეობით, სრული დატვირთვით ფუნქციონირებს სიჩქარის მზომი 23 წერტილოვანი რადარი.

უწყების ცნობით, სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით საქართველოს მასშტაბით ჯამში 253 კმ სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება, ფუნქციონირებს 550 ვიდეოკამერა, მათ შორის 306 ნომრის ამომცნობი, ე.წ. ჭკვიანი კამერა და 244 ზოგადი ხედვის კამერაა.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე რეფორმების მიზანია საქართველოს გზებზე მაქსიმალური უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფა.

საქართველოში გასული წლის 1 ნოემბრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდა, ასევე ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა მეშვეობით ხდება სამართალდარღვევების დაფიქსირება. ახალი რეგულაციების თანახმად, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე სამართალდამრღვევს დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება, სადაც დეტალურად არის აღწერილი დარღვევის ადგილი, დრო, გადახდის ვადები და პროცედურები.

ვიდეოჯარიმის მისაღებად სისტემაში რეგისტრირებული უნდა იყოს თითოეული მოქალაქის რეალური საკონტაქტო ინფორმაცია — რეგისტრაციის ადგილი, მისამართი და მოქმედი მობილური ტელეფონის ნომერი.

უწყების ცნობით, მოქალაქეს მონაცემთა ბაზაში საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრის დისტანციურად შეცვლის შესაძლებლობა აქვს.

"სატელეფონო ნომრის შესაცვლელად ავტომანქანის მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე - 2 41 91 91. შემდეგ, პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით ოპერატორს უნდა უკარნახონ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, თავიანთ მფლობელობაში არსებული ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი, ტექმოწმობის ან შასის/vin კოდის ბოლო 4 ციფრი და განაახლონ მობილური ტელეფონის ნომერი", – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესების თანახმად:

ვიდეოჯარიმის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების შემდეგ ათი კალენდარული დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით; თუ პირი ათი დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი მას ფოსტის მეშვეობით რეგისტრაციის ადგილზე გაეგზავნება.

ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში კი 30-დან 60 დღემდე ვადაში პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;

შსს-ს ინფორმაციით, საგზაო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმების შედეგად მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკურ მონაცემებში, 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულ პირთა რაოდენობა 36%-ით შემცირდა, დაშავებულ პირთა რაოდენობამ კი 5%-ით იკლო.

 

მთავარი თემები