გიორგაძემ თბილისის ლუგარის ცენტრიდან სკანდალური დოკუმენტები გამოაქვეყნა

© photo: NCDCლუგარის ლაბორატორია
ლუგარის ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს დოკუმენტებს ვებგვერდზე Грузия. Вчера, сегодня, завтра

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ დაიწყო დოკუმეტების გამოქვეყნება საქართველოში ამერიკული ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ, სადაც შეეძლოთ ადამიანებზე ლეტალური ექსპერიმენტების ჩატარება.

გასულ კვირაში გიორგაძემ განაცხადა, რომ მის ხელთაა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს თბილისთან ახლოს, აშშ-ის მხარდაჭერით აშენებული ლუგარის ცენტრში ბიოლოგიური იარაღის შემუშავების შესახებ.

„ახლა გავხსენით ვებგვერდი, რომელსაც ეწოდება Грузия. Вчера, сегодня, завтра. იქ ვტვირთავთ ჩემს ხელთ არსებულ მასალებს, რათა ის ხელმისაწვდომი იყოს", - განაცხადა გიორგაძემ RT-სთან ინტერვიუში.

ლუგარის ლაბორატორია - Sputnik საქართველო
სკანდალური ლაბორატორია: რატომ უთხრა უარი თბილისის ბიოლაბორატორიამ რუსულ მასმედიას

ყოფილ ჩინოვნიკს იმედი აქვს, რომ მსოფლიო საზოგადოების ყურადღებას მიიქცევს, რათა გაირკვეს, რა ხდება ლუგარის ლაბორატორიაში.

ლუგარის ცენტრი

რიჩარდ ლუგარის სახელობის ბიოლაბორატორია რამდენჯერმე აღმოჩნდა ჟურნალისტური გამოძიების ცენტრში. პირველი ჯერ კიდევ 2015 წელს გამოქვეყნდა. მასმედიაში ამტკიცებდნენ, რომ ცენტრში მუშავდება ბიოლოგიური და ბაქტერიული იარაღი, თუმცა, მამხილებელი სტატია მხოლოდ ვარაუდებს ეყრდნობოდა.

ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსულმა მხარემ შეშფოთება არაერთხელ გამოთქვა. მოსკოვში ვარაუდობენ, რომ ამერიკისა და საქართველოს ხელისუფლებები ცდილობენ დამალონ აშშ-ის სახმელეთო არმიის საჯარისო ქვედანაყოფის სამედიცინო-კვლევითი საქმიანობის ჭეშმარიტი შინაარსი და მიმართულება ლუგარის ლაბორატორიის სახით. რუსეთის ხელისუფლების აზრით, იქ განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებს სწავლობენ.

ქართული მხარე ამ ვარაუდებს უარყოფს და აცხადებს, რომ ლაბორატორია მხოლოდ სამეცნიერო კვლევებითაა დაკავებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0