საქსტატი: საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე
თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დასაქმებული მოსახლეობის დიდი ნაწილი თვითდასაქმებულად ითვლება

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. 2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 1,9% პუნქტით შემცირდა და 12,1% შეადგინა შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის. „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ მასალებში.

მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის შემცირება მეტწილად სეზონური ფაქტორებით არის განპირობებული და, ძირითადად, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

გამვლელები თბილისში - Sputnik საქართველო
ძველი გამოცანა ახალი უცნობით... ანუ რამდენი უმუშევარია საქართველოში

„საქსტატის" მონაცემებით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში. კერძოდ, 2018 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში ქალების შესაბამის მაჩვენებელს 3.3 %-ით აღემატება.

უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე ფიქსირდება 20-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე დაბალი კი — 65 წლის და მეტი ასაკის პირთა შორის.

ამასთან, 2018 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 64% შეადგინა.

დასაქმებული მოსახლეობის დიდი ნაწილი — 48,7% თვითდასაქმებულია, რაც 1.9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა კვარტალთან შედარებით. თვითდასაქმებულად მიიჩნევა მესაკუთრე, რომელიც მუშაობს საანგარიშო პერიოდში მოგების ან ოჯახური შემოსავლის (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით, აგრეთვე ოჯახურ საწარმოში/მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავე პირი.

„რით არის განპირობებული რეგიონებში უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი">>

„საქსტატის" მონაცემებით, სოფლად მცხოვრებთა შორის უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია საქალაქო დასახლებებთან შედარებით. კერძოდ, 2018 წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით უმუშევრობის დონე სოფლის ტიპის დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

„საქსტატის" მეთოდოლოგიის თანახმად, უმუშევრად ითვლება ადამიანი, რომელიც არ მუშაობდა გამოკითხვის პერიოდის შვიდი დღის განმავლობაში და სამსახურს ეძებდა გასული 30 თვის განმავლობაში, იმავდროულად, მზად იყო მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მუშაობის დასაწყებად

 

ყველა ახალი ამბავი
0