ვის უძვირდება გაზი სექტემბრიდან - „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ საკითხი შესწავლილია, ფასის ზრდა დასაბუთებულია

თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით 16 სექტემბრიდან თბილისში ბუნებრივი გაზის ფასი კომერციული მომხმარებლებისთვის ძვირდება, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 75 თეთრის ნაცვლად 80.5 თეთრი იქნება დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ჩათვლით. მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი უცვლელი რჩება და ტარიფის კორექტირება ეხება მხოლოდ კომერციულ აბონენტებს. მოსახლეობისთვის გაზის საფასური არ იმატებს. „ყაზტრანსგაზ — თბილისი“ დღეს ჯამში 500 ათასამდე აბონენტს ემსახურება. გაზის ტარიფის კორექტირება კი მხოლოდ 15 ათასი აბონენტისთვის მოხდება“, — ნათქვამია განცხადებაში.

გაზის გამათბობელი - Sputnik საქართველო
თბილისში 31 ათასზე მეტი არასწორად დამონტაჟებული გამათბობელი მოხსნეს

კომერციული აბონენტებისათვის რეგიონებში ერთ კუბურ მეტრზე გაზის ფასი შეადგენს 86 თეთრს (დღგ-ის ჩათვლით). კომპანიაში აცხადებენ, რომ დღევანდელი გასაყიდი ფასის (75 თეთრი) გათვალისწინებით კომპანია ყოველ 1 ათას კუბურ მეტრზე 10-15 დოლარს ზარალობს. 

კომპანია თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად ყიდის ბუნებრივ გაზს მომხმარებლებზე და მოსახლეობის მეტი უსაფრთხოებისათვის, კომპანია დედაქალაქში ახორციელებს მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიამ (სემეკი)საკითხი უკვე შეისწავლა, ფასის ზრდა დასაბუთებულია. კომპანიამ შესაბამისი წერილით უკვე მიმართა სემეკს.


ყველა ახალი ამბავი
0