ანაპიდან გამოქცეული სელაპი მიშიკო ქობულეთში გამოჩნდა – ვიდეოკადრები

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიოკეანოგრაფიის ცენტრი
ოკეანოგრაფიის ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამსვენებლებს ზღვაში სელაპთან შეხვედრისას ურჩევენ, თავი შორს დაიჭირონ მისგან, რადგან ის შეიძლება საშიში აღმოჩნდეს.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ანაპის დელფინარიუმიდან გამოქცეული სელაპი მიშიკო ქობულეთში გამოჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სელაპის ქობულეთში ყოფნის ამსახველი ვიდეოკადრები Facebook-ის მომხმარებლებმა გამოაქვეყნეს.

მიშიკო ანაპიდან მაისში გამოიქცა. ის შემდეგ აფხაზეთში დაიჭირეს, ცოტა ხანს ბიჭვინთაში ჰყავდათ, მაგრამ იქიდანაც გამოიქცა. შემდეგ აღმოჩნდა ფოთთან ახლოს პალიასტომის ტბაში, ბოლოს კი ქობულეთამდე მიცურა.

„გუშინ ის გამოვიდა პალიასტომიდან. ჩვენ ძნელად წარმოგვედგინა, რომ მოახერხებდა იქიდან გამოსვლას, მაგრამ გამოვიდა. გუშინ დააფიქსირეს ქუბულეთი-შეკვეთილის მიდამოებში. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალები. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის კიდევ დაიძვრება სამხრეთით და შეიძლება რამდენიმე დღეში ბათუმის მიდამოებშიც გამოჩნდეს", — განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ გუჩმანიძემ ტელეარხის ეთერში.

სპეციალისტი ადამიანებს ურჩევს, სელაპის აღმოჩენის შემთხვევაში მასთან კონტაქტს არ ეცადონ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ის დელფინარიუმში გაიზარდა, შეიძლება საშიში აღმოჩნდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ დაიბადა დელფინარიუმში და წელიწადზე მეტი იზრდებოდა ადამიანებთან, გადიოდა წვრთნის პროცესს, ის უკვე ორი თვეა ველურ გარემოშია, ველურ ბუნებაშია. აქედან გამომდინარე, ისევე, როგორც, ზოგადად, ველურ ძუძუმწოვართან, მასთან უშუალო კონტაქტი არ არის რეკომენდებული", — დასძინა გუჩმანიძემ.

შავი ზღვის აკვატორიაში სელაპი ბოლოს 1936 წელს ნახეს.

ყველა ახალი ამბავი
0