საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვის მაცხოვრის ტაძარი
მოსკოვის მაცხოვრის ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში რუსეთის გაქრისტიანების დღესთან დაკავშირებით ღონისძიებების გამართვა არ იგეგმება

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. მოსკოვში მიმდინარე ღონისძიებებში, რომლებიც რუსეთის გაქრისტიანების 1030 წლისთავს ეძღვნება, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაცია მონაწილეობს, იუწყება РИА Новости საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

რუსეთის დედაქალაქში ძირითადი ღონისძიებები 28 ივლისს გაიმართება. მათში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს 11 მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები. მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი და ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქი თეოდორე მეორე კრემლის სატაძრო მოედანზე საღვთო ლიტურგიას აღასრულებენ. შემდეგ გაიმართება მსვლელობა კნიაზ ვლადიმირის ძეგლისკენ. ღია ცის ქვეშ ღვთისმსახურება რუსეთის უახლეს ისტორიაში პირველად გაიმართება.

„ქართული საეკლესიო დელეგაცია მოსკოვში დღესასწაულის აღსანიშნავად გაემგზავრა. მოსკოვში წაიკითხავენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მისალოც წერილს“, — განაცხადეს პრესსამსახურში.

საპატრიარქოში აღნიშნეს, რომ საქართველოში რუსეთის გაქრისტიანების დღესთან დაკავშირებით ღონისძიებების გამართვა არ იგეგმება.

 

 


ყველა ახალი ამბავი
0