15:38 20 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0606
  • 100 RUB3.9087
  • USD2.6179
წყალდიდობა სვანეთში

ჭუბერისთვის სტიქიით მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა 5 მლნ ლარს გადააჭარბოს

© Sputnik / STRINGER
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
7110

ამ დროისათვის ადგილზე შედარებით მშვიდი მდგომარეობაა. მდინარე ნენსკრაში წყლის დონემ დაიკლო. ადგილობრივებს კვების პროდუქტებს, მედიკამენტებსა და პირველი საჭიროების საგნებს ურიგებენ.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. წყალდიდობის გამო ჭუბერისთვის მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა 5 მლნ ლარს გადააჭარბოს, იუწყება ტელეარხი „იმედი“ მესტიის მერ კაპიტონ ჟორჟოლიანზე დაყრდნობით.

„საკარმიდამო მიწის ნაკვეთებია წაღებული. რამდენიმე დამხმარე ნაგებობაა დანგრეული სახლების მიმდებარედ. ორი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. წაღებულია 27-მდე ოჯახის სასმელი წყლის ავზი, რომელიც მოსახლეობამ კუსტარულად გააკეთა. გარდა ამისა, ხუთი ხიდია წაღებული“, — თქვა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

მისი განმარტებით, დღის ბოლომდე დასრულდება სამხედრო ხიდის მონტაჟი, რის შემდეგაც მძიმე ტექნიკა მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლას შეძლებს და იქ განაგრძობს სალიკვიდაციო სამუშაოებს. 

სოფელ ჭუბერში 68 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული, რომელთაგან 60 უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. 

ამ დროისათვის ადგილზე შედარებით მშვიდი მდგომარეობაა. მდინარე ნენსკრაში წყლის დონემ დაიკლო. ადგილობრივებს კვების პროდუქტებს, მედიკამენტებსა და პირველი საჭიროების საგნებს ურიგებენ.

ჭუბერის ხეობაში 5 ივლისს მოსული ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა, ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე ნენსკრამ ხიდები და რამდენიმე სახლი დაანგრია. სტიქიის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ, 8 ივლისს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედრო ძალების ჩართვის ბრძანება გამოსცა. 


მთავარი თემები