02:05 21 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
საბავშვო ბაღში

საბავშვო ბაღების აღმზრდელებს ახალ მეთოდოლოგიას შეასწავლიან

© Sputnik / STRINGER
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (182)
18610

საბავშვო ბაღების მართვის სააგენტომ პერსონალის გადამზადების პროგრამა აამოქმედა.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საგანმანათლებლო ნაწილის კოორდინატორები გაივლიან გადამზადების კურსს, ხოლო ამის შემდეგ საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ბავშვების აღზრდის ახალ მეთოდიკას შეასწავლიან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.

პროფესიული განვითარების ტრენინგები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული მიმართულებებით ჩატარდება.

მეთოდისტების გადამზადების შემდეგ ისინი აღმზრდელებს კვალიფიკაციის ამაღლებაში და აღმზრდელ–პედაგოგად გახდომაში დაეხმარებიან. 

ტრენინგები მოიცავს 33 სესიას. თითოეული სესიის ხანგრძლივობაა 2 საათი.

განათლების სამინისტრო აღნიშნავს, რომ სკოლამდელი ასაკი ყველაზე სწრაფი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში; სწორედ ამიტომ ტრენინგები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები უნდა ჰქონდეს 21-ე საუკუნის მოქალაქეს, რას გულისხმობს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი და ბავშვის უფლებათა კონვენცია, როგორია ბავშვის განვითარების ძირითადი მახასიათებლები და ა.შ.

ტრენინგებზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა მრავალფეროვნების ხელშეწყობა, თანასწორობა, განსხვავებულების პატივისცემა და სხვა.

ტრენინგების გავლის შემდეგ საბავშვო ბაღების აღმზრდელები ვალდებული იქნებიან, თვალი მიადევნონ ყველაფერს, რასაც აკეთებს ან ამბობს ბავშვი და გააკეთონ შესაბამისი ობიექტური ჩანაწერები.

ინფორმაცია ბავშვის მიღწევების, უნარების, შესაძლებლობებისა და ინტერესების შესახებ უნდა აისახოს ბავშვის პორტფოლიოში.

ტრენინგების ერთ–ერთი მთავარი ამოცანა ისიცაა, რომ აღმზრდელებმა შეძლონ ბავშვზე ძალადობის ნიშნების ამოცნობა.

 

თემები:
განათლება საქართველოში (182)

მთავარი თემები