თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. რუსეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ვალერი მელაძემ სოციალურ ქსელში თავის ხელმომწერებისთვის ძველი თბილისის ერთ-ერთ ეზოში გადაღებული ქორწილის ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.
„გუშინ ჩვენ ბედნიერება გვხვდა წილად, ვყოფილიყავით სტუმრები და ერთ-ერთ თბილისურ ეზოში ოჯახურ ზეიმზე გამოვსულიყავით. მეზობლები არ ყვიროდნენ და პოლიციას არ იძახებდნენ", — ეს სიტყვები წააწერა მელაძემ ვიდეორგოლს.
ანტურაჟი, რომელიც ფონზეა აღბეჭდილი, თბილისის მთელ კოლორიტს გადმოსცემს. ქორწილის ორგანიზატორებმა ეზოს შუაგულში მინი-თონე მოაწყვეს. სტუმრებს ცხელი შოთის პურითა და ეროვნული კერძებით უმასპინძლდებოდნენ.
თბილისში მელაძის ვიზიტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია, თუ ვის ქორწილს ესწრებოდა მომღერალი, ცნობილი არ არის.