ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკაკი ზოიძეს აჯილდოებს

© photo: Sputnik / Alexander Kondratyuk / გადასვლა მედიაბანკშიმოწევის აკრძალვის ნიშანი
მოწევის აკრძალვის ნიშანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აკაკი ზოიძის წვლილი „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის მიღების პროცესში ძალზე მნიშვნელოვანი იყო, აღნიშნავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 31 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი ზოიძეს თამბაქოსთან გლობალურ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოს გადასცემს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ აკაკი ზოიძე კანონის მიღების (თამბაქოს წინააღმდეგ) პროცესის დროს აქტიურად მონაწილეობდა ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან მოლაპარაკებებში, თანამშრომლობდა მასმედიასთან.

„კანონის მიღების პროცესში მისი წვლილი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო და მან შეძლო ჯანმრთელობის საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში მნიშვნელოვან საკითხად ექცია და ამით მსოფლიოში სხვა პოლიტიკოსებისთვის მაგალითი მიეცა", — აღნიშნულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ ეს ჯილდო „თანაბრად ეკუთვნის პარლამენტის თითოეულ წევრს, ვინც მხარი დაუჭირა აღნიშნული კანონის მიღებას და ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში იბრძოდა ამ დღის მოახლოებისთვის".

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 1987 წელს დააარსა თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღე, რომელიც 31 მაისს აღინიშნება. წელს ამ დღის მთავარი გზავნილია — „თამბაქო ამსხვრევს გულებს".

მწეველი ქალი - Sputnik საქართველო
სად ვეღარ მოწევთ სიგარეტს 1 მაისიდან: დაშვებული და აკრძალული სახეობები და ადგილები

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს მიიღო. 2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში, რომლის თანახმად თამბაქოს მოხმარების ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

ახალი რეგულაციების მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის (მათ შორის, ელექტრონული სიგარეტის) მოწევა სხვადასხვა დახურულ დაწესებულებებში იკრძალება, მათ შორის კაფეებში, ბარებსა და რესტორნებშიც. თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სტადიონზე.

2020 წლის იანვრიდან კი უფრო მკაცრი ნორმები ამოქმედდება — მოწევა ღია სტადიონებსა და სასტუმროს ყველა ნომერში აიკრძალება.

ყველა ახალი ამბავი
0