მსვლელობა თბილისის ცენტრში – ოჯახის დღეს ათასობით ადამიანი აღნიშნავს

© photo: Sputnik / Shota Nozadzeმსვლელობა ოჯახის დღესთან დაკავშირებით
მსვლელობა ოჯახის დღესთან დაკავშირებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსვლელობის მონაწილეები ამჟამად თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან და სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართებიან.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისის ცენტრში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მოწყობილ მსვლელობაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს.

© Sputnik / Alexander Imedashviliმსვლელობა თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით
მსვლელობა თბილისის ცენტრში – ოჯახის დღეს ათასობით ადამიანი აღნიშნავს - Sputnik საქართველო
მსვლელობა თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი და მღვდელმსახურები ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირზე მსვლელობით გაემართნენ. ისინი სამების საკათედრო ტაძრისკენ მიდიან. მსვლელობის ორგანიზატორია ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი".

© photo: Sputnik / Shota Nozadzeმსვლელობა თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით
მსვლელობა თბილისის ცენტრში – ოჯახის დღეს ათასობით ადამიანი აღნიშნავს - Sputnik საქართველო
მსვლელობა თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით

სამების ტაძარში ამ დროს მასობრივი ჯვრისწერა იმართება — ჯვარს 400-მდე წყვილი იწერს.

წელს 17 მაისს საქართველოში ორი დღესასწაული აღინიშნება — ამაღლება და ოჯახის სიწმინდის დღე.

ყველა ახალი ამბავი
0