06:11 22 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
ქართველი სამხედროები წვრთნებზე

საქართველოში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება გამოცხადდა

© FB / Ministry of Defence of Georgia
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს თავდაცვა (93)
54 0 0

ოთხწლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას 35 წლამდე მოქალაქეები შეძლებენ.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებულ ძალებში ოთხწლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მოქალაქეების მიღება დაიწყო, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ოთხწლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლა 35 წლამდე მოქალაქეებს შეუძლიათ.

საბუთების მიღება იწარმოებს ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 საათიდან 16:00 საათამდე თბილისში, მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის" ბაზის ტერიტორიაზე და ქუთაისში, მესამე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მისაღებად რეგისტრაცია შესაძლებელია ინტერნეტით, ონლაინ-რეჟიმშიც (onlinebct.mod.gov.ge).

საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახური სამხედრო სამსახურის ერთ–ერთი ფორმაა. საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებად მიიჩნევიან პირები, რომლებმაც მოიხადეს სამხედრო ვალდებულება ან/და გადიან სამხედრო სამსახურს ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვრება სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებთან (გარდა ოფიცრებისა) გასაფორმებელი ხელშეკრულების ვადა შეადგენს 4 წელს, ხოლო ოფიცრებისთვის განსაზღვრული ხელშეკრულებით დადგენილია 5-წლიანი ვადა. ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს რამდენჯერმე.

 

თემები:
საქართველოს თავდაცვა (93)

მთავარი თემები