06:31 22 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
„ბატონის მუზეუმი თელავში

თელავში ისტორიული მუზეუმი გაიხსნა

© FB / Giorgi Kvirikashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (394)
6510

მუზეუმის გარდა პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ტერიტორია ერეკლე მეორის სასახლის ირგვლივ.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თელავში ისტორიული მუზეუმი „ბატონის მუზეუმი" გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

გახსნის ცერემონიას დაესწრო პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. აღდგენილი კომპლექსი მან თავად გახსნა.

მუზეუმის მშენებლობა მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით წარიმართა.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს, როგორც ქვეყნის განვითარების პროექტების მთავარ პარტნიორს, საქართველოს ტერიტორიაზე არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენაში დახმარებისთვის. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი მუზეუმი ტურისტებისთვის საინტერესო იქნება.

„სამოცდაათი-ოთხმოცი ათასი ტურისტი ჩამოვა ამ ახალ მუზეუმში, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს რიცხვი იქნება ასეულობით ათასი გამომდინარე იმ სიმდიდრიდან, რაც ამ მუზეუმში და მეფეთა სასახლეშია დაცული, ასევე, გამომდინარე თელავის სტუმართმოყვარეობიდან, იმ უამრავი, უმდიდრესი კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლიდან, რომელიც აქ არის, იმ ახალი ინფრასტრუქტურიდან, რომელიც შეიქმნა ამ ძეგლების მიმდებარედ", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო როგორც თვითონ მუზეუმის ტერიტორია, ისე ტერიტორია ერეკლე მეორის სასახლის ირგვლივ.

მუზეუმში ფუნქციონირებს საგამოფენო დარბაზი, რომელშიც წარმოდგენილია არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, სამხედრო ამუნიციის ნიმუშები, ხელნაწერები და რარიტეტული გამოცემები.

მუზეუმის ტერიტორიაზე ასევე იმუშავებს გალერეა და საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება ფერწერული ნიმუშები მრავალი ქვეყნიდან.

ერეკლე მეფის სასახლისა და თელავის ისტორიული მუზეუმის აღდგენის პროექტის საერთო ღირებულება 14 მილიონი ლარია.

თემები:
საქართველო და კულტურა (394)

მთავარი თემები