დღეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო სხდომა გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოსა და ევროკავშირის დროშები
საქართველოსა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების მეექვსე საპარლამენტო სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს განიხილავენ, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი მეექვსე სხდომას დღეს ბრიუსელში გამართავს. კომიტეტის რეგლამენტის თანახმად, სხდომები იმართება წელიწადში ორჯერ, მონაცვლეობით — თბილისსა და ბრიუსელში. კომიტეტის სხდომებს თანათავმჯდომარეები, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და ევროპარლამენტის წევრი, საჯად კარიმი (გაერთიანებული სამეფო/კონსერვატორები) ხელმძღვანელობენ.

"სხდომაზე პარტნიორები განიხილავენ ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების განხორციელებას, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებს, იმსჯელებენ მართლმსაჯულების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე, პარლამენტის მუშაობაში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვაზე და ასევე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმებზე", — ნათქვამია განცხადებაში.

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი - Sputnik საქართველო
საუკეთესო მოსწავლე კლასში: ევროკომისარმა საქართველო შეაქო

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების განსახილველად საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრები საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენელებს მოუსმენენ.

სხდომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი განცხადებასა და რეკომენდაციებს მიიღებს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა. ხელშეკრულება ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DC FTA) კომპონენტს.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) საქართველოს პარლამენტის წევრებისა და ევროპარლამენტის წევრებისაგან შედგება. ეს ორგანო ერთ-ერთია იმ ინსტიტუციური ჩარჩოდან, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება ადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშროლობისთვის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოქმედი ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტებთან ერთად.

 

ყველა ახალი ამბავი
0