თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ქართველმა რეპერმა, ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა ბერა ივანიშვილმა Instagram–ზე თბილისის მერ კახა კალაძესთან და რუს ტელეწამყვან ივან ურგანტთან ერთად გადაღებული ფოტო გამოქვეყნა.
"Funtime" — მიაწერა საკუთარ ფოტოს ბერამ.
რუსმა შოუმენმა ივან ურგანტმა 40 წლის იუბილე თბილისში აღნიშნა. სხვადასხვა სოციალურ ქსელში მრავლად გაჩნდა ურგანტის ქართული შოუ–ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად გადაღებული ფოტოები.
ივან ურგანტის დაბადების დღის საქართველოში აღნიშვნა წინასწარ დაგეგმილი თუ უბრალო დამთხვევა იყო, უცნობია. თუმცა, 16 აპრილი მომღერალმა ერთ–ერთ კლუბში ღვინის სმასა და სიმღერაში გაატარა.
ივან ურგანტს ცოლად ქართველი ნატალია კიკნაძე ჰყავს, რომელიც სკოლის მერხიდან უყვარდა. მტკივნეული დაშორებების შემდეგ, წყვილი მოულოდნელად სანქტ–პეტერბურგში შეხვდა ერთმანეთს და შეუღლებაც გადაწყვიტეს. 2018 წელში მათ ქალიშვილი ნინა შეეძინათ. 2015 წელს კი ივანსა და ნატალიას მეორე გოგონა, ვალერია გაუჩნდათ. ამასთან, ივანი ზრდის ვაჟს ნატალიას პირველი ქორწინებიდან – ერიკს.